14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

თბილისში “შაბათის მარში” მიმდინარეობს

თბილისში „შაბათის მარში“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან.

დღევანდელი მარში განსაკუთრებულად ემიგრანტებს ეძღვნება — შეკრებილების თქმით, სამშობლოდან იძულებით წასული საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ.

ეს პირველი მარშია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 პოლიტპატიმარი/მსჯავრდებული შეიწყალა. ადგილზე შეკრებილი პატიმრების მშობლები იმედოვნებენ, რომ საპატიმროებს დარჩენილი პირებიც მალე დატოვებენ.

„პირველ რიგში, იმ ბიჭებს, ვინც გაათავისუფლეს, მინდა გულითადად მივულოცო — ყველა ისინი ჩვენი შვილები არიან. ხოლო იმ ბიჭებს, ვინც იქ დარჩნენ, მინდა, რომ მათაც ძალიან მალე მივულოცო თავისუფლება. ჩვენ ყველა ერთი ვართ, ყველა დედისთვის ყველა სინდისის პატიმარი საკუთარი შვილივითაა“, — განაცხადა დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა ტვ პირველის ინფორმაციით.

banner
წინა სტატიაშიPolitico – გერმანიის კანცლერი ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელ დრონზე პასუხისმგებლად რუსეთს გამოაცხადებს
შემდეგი სტატია“მდინარაძე ფეხსაცმელებიანად წავიდა, კობახიძე კანკალებს”- სალომე ზურაბიშვილი