18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

თბილისში “შაბათის მარში” გაიმართება – პროტესტის მთავარი თემა პაატა ბურჭულაძის პატიმრობა და კობახიძის განცხადებაა

თბილისში დღეს მორიგი საპროტესტო მსვლელობა იგეგმება.

შეკრების მთავარი გზავნილი პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ცნობილი ქართველი მომღერლის, პაატა ბურჭულაძის მიმართ გამოტანილ 7-წლიან სასჯელზე, რასაც ოპოზიციური სპექტრი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

შეკრება მიმდინარეობს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადების ფონზეც, რომელმაც საპატიმროებში მყოფი პირების მხრიდან დანაშაულის აღიარებისა და სინანულის აუცილებლობაზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 500-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის
შემდეგი სტატია“ველოდებით დელეგაციებს მსოფლიო ეკლესიებიდან”- მამა გიორგი ბერაძე