თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობა მოხდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წინა სტატიაშიგახარია – ვასრულებთ ბრიუსელში ვიზიტს, რომლის მთავარი მიზანი იყო საქართველოს მეგობრების დარწმუნება, მიანიჭონ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონმა უკრაინის ომისა და ნატო-ს გაფართოების საკითხებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ტელეფონით ისაუბრა