თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები იმართება

თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან ოპოზიციის წარმომადგენლების აქციები იმართება. საოლქოებში სხდომები მიმდინარეობს. ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.

აქციებზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ლევან ხაბეიშვილი, ხატია დეკანოიძე, „ერთიანი საქართველოსა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები. პერიოდულად, აქციებზე სიტუაცია იძაბება. ინციდენტი მოხდა საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იყო მისული. ალეკო ელისაშვილი საოლქო კომისის შენობაში შესვლას ითხოვს, რადგან დღეს საჩივრების განხილვის ბოლო დღეა.

„ხელი გამიშვით, ვერ მცნობ ბიჭო? შემიშვით, არ გცხვენიათ?“, – ასე მიმართავს ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებს.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიამ ვაკის ოლქში არჩევნების გაყალბების ამსახველი ოქმები და ვიდეომასალა წარმოადგინა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი – “სწორედ ჩვენი ერთგული მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მოწოდებაა, გამოვიდეთ გარეთ!”