თბილისში სამსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოიშალა

თბილისში, ტოლსტოის N4-ში სამსართულიანი შენობის ერთი მხარე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ოჯახები, რომელთა ბინებიც დღეს ჩამონგრეულ ნაწილში იყო განთავსებული, ადგილიდან გადასული არიან ან მერიის მიერ ქირით გაყვანილი.

ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. კორპუსი მე-19 საუკუნეშია აშენებული.

ადგილზე მისული იყვნენ სამაშველო სამსახურისა და გამგეობის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიასთან პოლიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია – ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარეობს კონსულტაციები კოალიციურ მთავრობაზე