თბილისში სამი ობიექტის გაქურდვისა და ერთის გაქურდვის მცდელობისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 11, 2019 16:15

თბილისში სამი ობიექტის გაქურდვისა და ერთის გაქურდვის მცდელობისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული ს.ხ. დააკავეს.

სხვა სტატიები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული ს.ხ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ს.ხ.-მ თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სან-მარის“ გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

„დაკავებულს ასევე ბრალად ედება თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ფარდის სახლის“, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სანელებლების კუთხის“ და ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს „დისქავერ თრეველის“ გაქურდვა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

გამოძიება ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 11, 2019 16:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,722
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics