თბილისში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყობა

Photo: Francois Gervais 18/05/21. TR, Kruger Wayagamack. Lancement de la clinique de vaccination mobile.

დღეიდან მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე აიცრებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო.

პროექტის მიხედვით, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყობა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.

იმუნიზაცია „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

ვარკეთილი, გლდანი და სადგურის მოედანი – თავდაპირველად, იმუნიზაციის პროცესი სწორედ ამ უბნებიდან დაიწყება. ეს ის ლოკაციებია, სადაც მასობრივი ვაქცინაციის სივრცეები ამ დრომდე არ იყო მობილიზებული.

მობილური იმუნიზაციის პროექტის განხორციელებას სამედიცინო ჰოლდინგი და რესპუბლიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშითბილისში 19 წლის კოვიდინფიცირებული ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა