თბილისში, “სადგურის მოედანზე” ახალგაზრდა კაცი მოკლეს (ვიდეო)

თბილისში, “სადგურის მოედანზე” ახალგაზრდა კაცი მოკლეს -ფაქტის თვითმხილველი “თაიმერთან” საუბარში აცხადებს, რომ მამაკაცს დაზიანება სახის არეში აღენიშნებოდა. დაუდასტურებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ერთ-ერთი საშაურმეს თანამშრომელმა მიაყენა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: აკო ქიქავა 

banner
წინა სტატიაშიდავით ხიდაშელმა “რიყის დოქები” გაყიდა
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტის 1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში