თბილისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარი გაჩნდა თბილისში, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩაზე. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს მოეკიდა. ადგილობრივების თქმით, ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.შესაბამისად, ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ისინი ცეცხლს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში აქრობდნენ.

ხანძრის გამწვევი მიზეზი და ზარალი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა