თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 75 წლამდე ქალი გადმოვარდა

თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან 75 წლამდე ქალი გადმოვარდა.

მეზობლები ვარაუდობენ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, რადგან ქალს მხედველობა ჰქონდა დაქვეითებული. მათივე ცნობით, გადმოვარდნის შემდეგ ქალი კონტაქტური იყო და ამ ეტაპზე ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
შემდეგი სტატიახვიჩია ჟვანიას გადადგომაზე – თავად „ოცნებას“ არ აწყობდა მისი იქ ყოფნა