თბილისში საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

თბილისში, ჭილაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებულები და ამ დროისთვის მათ მუშაობა უკვე დასრულებული აქვთ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვიძულოთ ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩვენსავით არ ფიქრობს
შემდეგი სტატიატერორისტებისგან გამოქცეული მონაზონი მღვდლის მკვლელობის დეტალებს ყვება