თბილისში საცხობი გაქურდეს – სავარაუდოდ, დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან

თბილისში ერთ-ერთი საცხობი სავარაუდოდ, არასრულწოვნებმა გაქურდეს – ვიდეოსა და ინფორმაციას სოციალურ ქსელში Gastronomy Gavasheli ავრცელებს.

ინფორმაციის ავტორი წერს, რომ შემთხვევა 26 ნოემბრის ღამეს მოხდა.

“მოხდა, ძალიან სამწუხარო ქურდობის ფაქტი Gastronomy Gavasheli -ში რამაც ჩვენ მცირედით დაგვაზარალა.

თუმცა, ამ ვიდეოს გავრცელება ემსახურება უფრო დიდ მიზანს,

ამ ახალგაზრდების ქმედება(არჩევანი) კრიმინალთან ერთად უაღრესად დიდი ტრაგედიაა, მხოლოდ მშობელი, ძალიან ახლობელი თუ ამოიცნობს მათ. იქნებ არ იყოს გვიან და შეძლოთ მათი ცხოვრების გადარჩენა, სწორ გზაზე დაყენება. მიუხედავად ჩვენი გულის ტკენისა, თქვენი სიყვარულითა და თანადგომით, კვლავ ვაგრძელებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით გემრიელი კერძების შექმნას თქვენთვის” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივილა, ბინები, ძვირადღირებული მანქანები – მალავს თუ არა პოლიციის მაღალჩინოსანი ქონებას?!
შემდეგი სტატიააზერბაიჯანში, გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ორი წევრი დააკავეს