თბილისში რუსული სპეცსამსახურების მანქანა თავისუფლად გადაადგილდება – ფოტოფაქტი

ნატალია მერაბიშვილი “ფეისბუქზე” ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ თბილისში რუსული სპეცსამსახურების ავტომანქანები თავისუფლად გაადაგილდებიან:

“დღეს მოვდივარ ჩემთვის და ვხედავ რუსულ ნომრებიან მანქანას – ასე რომ მომრავლდნენ, საცობი იყო და დამაინტერესა ქვემოთ რა ეწერა და აღმოჩნდა Ассоциация ветеранов подразделения “Альфа”.

საჭესთან მამაკაცი იჯდა სადღაც 40-45 წლის, დაბურული მინებიდან რაც შევამჩნიე.
სურათი გადავუღე მანქანას და подразделения “Альфа” რომ წავიკითხე ვიფიქრე რაღაც სამხედრო იქნება თქო, დავძებნე და პირველივე გვერდზე ავტომატებიანი რუსები ამომიგდო:

https://alphagroup.ru/

ასე თავისუფლად და დაუფარავად დადიან მტრის, ოკუპანტის შეიარაღებული ძალების მანქანები, გინდ ვეტერანი დაარქვი, გინდ მოქმედი,
გაქვთ ხომ მშვიდობა რუს-ქოცებო?! გიხარიათ ხომ?!”, – წერს ნატალია მერაბიშვილი, რომელსაც ეხმიანება ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცრავა:

“რუსული სპეცსამსახურები დიდი ხანია ძალზედ კომფორტულად გრძნობენ თავს.
ამჯერად, უკვე ღიად და დაუფარავად დადიან რუსი სპეცრაზმელები თბილისის ქუჩებში”, – წერს დავით ქაცარავა.

banner
წინა სტატიაში“სოზარს დავალება აქვს და უბერავს… გააგრძელე, სოზარ, გააგრძელე!…” – გახარია სოზარ სუბარს
შემდეგი სტატიაგახარია ადასტურებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს