თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადავადდა

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს ჩვენთვის იმისთვის არის საჭირო, რომ სწორად შევაფასოთ დღევანდელი რისკები და ამისთვის ეპიდემიოლოგებთან ერთად გვიჭრდება ორი კვირა. ამის შემდგომ, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში იმყოფება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – საქართველოში პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს