თბილისში, რესტორანთან, სადაც არსებული ინფორმაციით, მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რესტორან “ბაბილოსთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ იმ ადამიანების ფოტოსურათები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ ან სამართალდამცველებმა დააკავეს.

ამ დროისთვის, მოსამართლეები რესტორანში იკრიბებიან, რომლებსაც აქციის მონაწილეები შეძახილებით ფონზე აცილებენ.ადგილზე იმყოფებიან რეჟიმის პატიმრების დედები. მათ თან აქვთ დაკავებულების ფოტოები.

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – სკანდირებენ ისინი.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: 45-ე დღე – დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, „ტიტუშკები“ და სამედიცინო დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოსთან ლოზუნგით – „სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს