20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

განცხადებას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ძვირადღირებულ ტექნიკას, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- წერს შსს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიაზე 2024 წლის აგვისტოში, სამტრედიაში მომხდარ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა
შემდეგი სტატიასტუდია მონიტორი თაღლითური ქოლ-ცენტრების მასშტაბური სქემის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მეორე ნაწილს აქვეყნებს