თბილისში, ქერჩის ქუჩაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა

სახლში „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მყოფი ბენეფიციარების ნაწილი გადავა. გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროექტია, რომელიც აჩვენებს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას.

„ეს არის პროექტი, რომელიც ემსახურება საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ნაწილს და შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ობოლ ბავშვებს, ჩვილობის პერიოდიდან, ვიდრე ისინი სრულწლოვანებას მიაღწევენ, უზრუნველყოფს სახლით. ისინი მიიღებენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. ისწავლიან, როგორ გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, როდესაც ისინი ამ სახლს დატოვებენ. ეს არის პროექტი, რომლიც აშშ-მა 1.2 მილიონი ლარით დააფინანსა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აღნიშნულ პროექტი ხელს უწყობს ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდასა და მათზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას.

საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა აშშ-ის საელჩოს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი დაახლოებით 1,200,000 ლარის ($425,000) ღირებულებისაა და აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის (USACE) მიერ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, ამავე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დამატებით ორი მსგავსი ტიპის შენობის აშენება, რის შედეგადაც „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის“ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საბოლოდ დასრულდება.

 

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: მზად ვართ და ამაყები ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში
შემდეგი სტატიაცაბაძის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენა იგება