თბილისში ქალთა მარში გაიმართა

ქალთა მარში ოლიგარქის შუშის სასახლესთან მივიდა, სადაც მათ სამართალმდაცველები დახვდნენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად ჩემოდნები დაყარეს, რომელზეც სხვა დასხვა საპროტესტო წარწერები წერია, მათ შორის, “ბიძინა წადი, ჩვენ ვრჩებით!”.

“წადი!” სკანდირებენ ადგილზე მისული პროტესტის მონაწილეები.

მანამდე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ მანიფესტი წაიკითხა და განაცხადა, რომ “ოლიგარქი მიდის და ისინი რჩებიან”.

ოლიგარქი მიდის და ჩვენ ვრჩებით. რადგან ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოლიგარქი. ჩვენ უფრო დღეგრძელები ვართ, ვიდრე ოლიგარქი. ეს ჩანთები ჩვენი არაა, ეს ჩანთები ოლიგარქისაა, ამიტომ ოლიგარქი მიდის, ჩვენ ვრჩებით, – განაცხადა ეკა დემეტრაძემ.

დღეს თბილისი საპროტესტო ეპიცენტრი მთელი დღის განმავლობაში იქნება. დილიდან ამ დრომდე რამდენიმე აქცია უკვე დაიწყო. საღამოს 21:00 საათზე კი მოქალაქეები და პროდასავლური ოპოზიცია რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ გაიმართება. აქციის მონაწილეები იქ კარვებს გაშლიან და ღამეს გაათენებენ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ დილიდან “ოცნება” გეგმავს, პარლამენტის პირველი სხდომა გამართოს. პროდასავლური ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი ალაგიტიმურია და ამიტომ, პარლამენტის შეკრების პარალელურად პროტესტს აანონსებს.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი-პარტია “გახარია საქართველოსთვის”
შემდეგი სტატიასოფელ კარდენახში ორი ადამიანი მოკლეს