თბილისში ქალი მოკლეს

თბილისში, კამანის ქუჩაზე ქალი მოკლეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს რამდენჯერმე ესროლეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: “მთავარი არხი”

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 869 თბილისში, 474 იმერეთში, 396 კი კახეთში გამოვლინდა
შემდეგი სტატიაფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მანქანა გადავარდა – არის მსხვერპლი