“არ შევეგუებით რუსულ რეჟიმსა და რუსულ კანონებს”, – ილიაუნისთან 17:00 საათზე პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მარში დაიწყო.
როგორც ცნობილია, პროტესტის მონაწილეები სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად მსვლელობით თსუ-სთან მივლენ.
მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ, მასწავლებელმა, ლადო აფხაზავამ განაცხადა, რომ ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ფიქრობს, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებენ.
“ჩვენ გაყალბებულ არჩევნებსა და კანონის ძალით უკანონობის დაკანონებას ვაპროტესტებთ, რომლითაც ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთეს. დღეს, 11 რეგიონიდან წამოვიდნენ მასწავლებლები და ამ მარშში იღებენ მონაწილეობას. საჯარო სკოლის მასწავლებლები შევუერთდით მსვლელობას. ვფიქრობ, რომ მასწავლებლებმა უნდა ამოვიღოთ ხმა და წინააღმდეგობა გავუწიოთ ხელისუფლებას – ისინი 12 წელია ხელისუფლებაში არიან და ახლა გაახსენდათ ისეთი რაღაცები რაც ამ 12 წლის განმავლობაში არ გახსენებიათ. ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, არჩევნებსაც მოვიგებთ და საქართველოს ევროინტეგრაციაც მოხდება”, – აღნიშნა ლადო აფხაზავამ.