11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

თბილისში პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით 26 წლის პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ი. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა თბილისში, მეტროსადგურ ,,სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.ი. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 34 წლამდე მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიამარნეულში ნარკოდანაშაულისთვის სომხეთის მოქალაქე დააკავეს