თბილისში ორმოები აღარ გვაქვს – დავით ნარმანია

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისში ორმოებთან დაკავშირებული პრობლემები აღარ არსებობს.

ამის შესახებ ნარმანიამ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ნარმანიამ გზებზე მიმდინარე სამუშაოების შეფერხების მიზეზებზეც ისაუბრა.

„არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორმა კომპანიებმა დაიწყეს სამუშაოები და ვეღარ გააგრძელეს, რადგან მათ ფინანსური და მენეჯმენტთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. ისინი დაჯარიმდნენ და მათ სხვა კონტრაქტორები ჩაენაცვლნენ. ორ მონაკვეთზე დღესაც მიმდინარებს სამუშაოები. ეს ცოცხალი პროცესია. ამ მხრივ არსებითი პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს. რაც შეეხება ორმოების პრობლემას, მინდა გითხრათ, რომ თბილისში ორმოები აღარ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშინინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცა
შემდეგი სტატია,,განგვიმარტოს სუს-მა, რას გეგმავენ რუსთავი 2-თან დაკავშირებით”