14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

თბილისში „ორბი ჯგუფის“ ოფისთან აქცია გაიმართა

თბილისში „ორბი ჯგუფის“ ოფისთან აქცია გაიმართა. დაახლოებით 2400 მოქალაქე აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიას საცხოვრებლის სრული ღირებულება გადაუხადა, თუმცა ბინები მათ სახელზე დღემდე არ არის გადაფორმებული.

საუბარია ბათუმში, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსზე, რომლის დასრულებაც თავდაპირველად 2024 წლის ნოემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ვადები რამდენჯერმე გადაიწია. მოქალაქეები კომპანიისგან ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.

,,კომპანია “ორბმა” დააგვიანა პროექტის დასრულება, რაც ჩვენთვის ოქეია, გასაგებია, ხდება ხოლმე, საქართველოში ეს არ არის, სამწუხაროდ, იშვიათი ამბავი, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ 28 თვის თავზე მაინც მოგვეცით რაიმე სახის გარანტია, მაგალითად ჩადეთ პირგასამტეხლო 0.2%-ის სახით, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დავმშვიდეთ. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებასაც, ასევე არასამთავრობოებს, ბათუმის მერიას, რაც მთავარია, რომ ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ ამ საკითხებში, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ორბი არ მოდის, არ გვეთანხმება მარტივ მოთხოვნებზე, რაც ჩვენ გვეკუთვნის, – ამბობს მოქალაქე.

„პირველების“ ინფორმაციით, კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის დასრულება ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდიან. მათი თქმით, მიმდინარე პროცესებზე მობინადრეები ინფორმირებულნი იყვნენ.

რაც შეეხება კომპენსაციებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ პირობების ფარგლებში იღებენ, რაც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ ბატარეა განათავსა
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალები: სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ოპერატიულ ჯგუფებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განხორციელდა