თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერი დაჭრეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

დაშავებულა თემო სიგუა, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

დედის განცხადებით, სიგუამ კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამის შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად კურიერს ერთი ადამიანი.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის უცნობია, დაკავებული არიან თუ არა თავდამსხმელები.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ელჩი: საუბარია მიზეზებზე, რატომაც გაუქმდა წვრთვნები ეს სამწუხაროა, თუმცა არა გაუგებარი
შემდეგი სტატია“დაფშხვნილია ტერფის ძვლები”-თბილისში დაჭრილი კურიერის ოჯახის წევრი