თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ჩამოვიდა

თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ჩამოფრინდა. ვიზიტის დროს დაგეგმილია ჯეიმი შის შეხვედრები საქართველოს საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში.
განხილვების მთავარ თემები ნატო-ს მაღალჩინოსანმა ივლისში ბრიუსელში დაგეგმილი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტი, ნატო-სთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივები და ქართულ ჯარში ქალების როლის ზრდა იქნება. თბილისში ყოფნის დროს ჯეიმი ში საჯარო ლექციის გამართვასაც აპირებს.
“თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ნატო-საქართელოს პარტნიორობის კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ორმხრივ კონსულტაციები გაიმართება. განვიხილავთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. საუბარი ასევე ბრიუსელში დაგეგმილ სამიტსაც შეეხება, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საქართველოსთან ნატო-ს ურთიერთობა იქნება. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ალიანსის პარტნიორებთან თანამშრომლობითი ერთ-ერთი მთავარი პროგრამის, “მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებვითვის” შესახებ გვექნება საუბარი. ვიმსჯელებთ ასევე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქალების როლის საკითხზე და ქართულ მხარეს ამ მხრივ ნატო-ს გამოცდილებას გავუზიარებთ,”-განაცხადა ჯეიმი შიმ.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოიკვლევს
შემდეგი სტატიამან დააზიანა არამარტო საკუთარი თავის, არამედ მთლიანად სასამართლოს იმიჯი – ანა დოლიძე გვრიტიშვილზე საუბრობს