30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

თბილისში ნარკოტიკის გავრცელების ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრავი ავტომობილი გადამოწმებისთვის შეაჩერა. საჭეს მამაკაცი მართავდა, მგზავრი კი ახალგაზრდა ქალი იყო. საბუთების შემოწმებისთანავე პოლიციამ ადგილზე ჩხრეკა ჩაატარა და ნარკოდანაშაულის კვალზე გავიდა. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ცოლ-ქმარი. ირკვევა, რომ პატრულის თანამშრომლებმა ნარკოტიკის გავრცელების ფაქტი აღკვეთეს. ჩხრეკისას ამოღებულია სამალავებში დასადებად გამზადებული 22 შეკვრა “მეთადონი“.

მარშალ გელოვანის გამზირზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შემდეგ სამართალდამცველები ცოლ-ქმრის საცხოვრებელ მისამართზეც მობილიზდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკს დაკავებულები სახლშიც ინახავდნენ. “მეფედრონი”, “მეთადონი“, “მდმა”, “კლეფედრონი“, გამომშრალი “მარიხუანა” და “კეტამინი” – ბინიდან ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის გარდა, საქმეში დევს რეალიზაციისთვის საჭირო მოწყობილობები და მასალები. ნარკოდანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ცოლ-ქმარს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დაკავებული ცოლ-ქმარი წარსულში ნასამართლევია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა
შემდეგი სტატიახელოვნური კუნძულისთვის კომპანიას ზღვაში დამატებით 43,3 ჰექტარს 65 წლით გადასცემენ