თბილისში ნარკოდანაშულისთვის 5 პირი დააკავეს – სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ფაქტებზე 5 პირი:  2001 წელს დაბადებული ჰ.კ., წარსულში ნასამართლევები:  1964 წელს დაბადებული  ნ. ხ, 1977 წელს დაბადებული დ.მ.,  უცხო ქვეყნის მოქალაქეები:  1977 წელს დაბადებული რ.ს. და  2003 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ , „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და  „გამომშრალ მარიხუანა“.

ერთ-ერთი დაკავებულის დ.მ. -ს საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე  მუხლებით მიმდინარეობს,  რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი რუსებისთვის სავიზო პოლიტიკას ამკაცრებს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე საპატიმროს 19 დეკემბერს დატოვებს