თბილისში ნარკოდანაშულისთვის 19 წლის პირი დააკავეს – ამოღებულია 153 შეკვრა “მეთადონი”

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე  ბ. კ. დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და  საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ დაფასოებული 153 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამართალდამცველების  მიერ, ასევე, ამოღებულია  ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე  კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიხაშურში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“სამწუხაროა, რომ საპატრულო პოლიციის ყურადღების მიღმა დარჩა” – თბილისში iStore-ის მაღაზია გაძარცვეს