10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების  უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული თ.ს. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული  ს.ჰ.,  სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში,  ბრალდებულების  პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და  „კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,  260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა თეირანში დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო
შემდეგი სტატიამარნეულში ოჯახის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს