5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული დ.ყ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში ქვეითად გადაადგილებისას  გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.
სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად,  30 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულის  საცხოვრებელი  ბინიდან, ასევე, ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და  236-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატია“ბასრი საგნის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა” – დაკავებულია ყაზახეთის მოქალაქე