22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

თბილისში მუქარისა და ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ პირს ცივი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მობილური ტელეფონი გასტაცა.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა ძარცვის გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე მუქარის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკახეთში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაირანი: თუ აშშ-ის თავდასხმები კიდევ გაგრძელდება, ჩვენ სრულმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ფაზაში გადავალთ