თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში მოსული ძლიერი
წვიმის გამო ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა. კერძოდ,
გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში,
მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა
შემოსული.
შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს
უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და
მიმდინარეობს სამუშაოები.

ასევე, ძლიერი წვიმა მოვიდა შიდა ქართლის რეგიონში. სულ საგანგებო
სიტუაციების სამსახურში შემოვიდა 20 შეტყობინება, ძირითადად დატბორილი იყო
ქუჩები, ყველა მათგანზე რეაგირება უკვე მოახდინეს მაშველებმა. გორის
რაიონის სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ჩამოიშალა ქვიშა,
შესბამისინსამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებაში მყოფი კაგებეს აგენტების გვარები ცოტა ხანში დასახელდება”
შემდეგი სტატიაფოთში, ნაბადის უბანში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს