თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოზურგეთში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი გადაიდო

თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოზურგეთში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი კონცერტი დღეს აღარ გაიმართება.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აცხადებენ, კონცერტის გადადების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. ამასთან, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირია მოთავსებული, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მაშველები აფეთქების ადგილზე დედა-შვილს დაახლოებით შვიდი საათი ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში დაღუპულები იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიზემო ფონიჭალის N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით საცხოვრებლებში დღესვე დაბინავდება
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს