თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1995 წელს დაბადებული გ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1992 წელს დაბადებულ რ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუცხო ქვეყნის მოქალაქის გაუპატიურებისთვის 26 წლის ახალგაზრდა დააკავეს
შემდეგი სტატია28-31 ივლისს სამეგრელოსა და გურიაში 43+ ტემპერატურაა მოსალოდნელი