თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2004 წელს დაბადებული გ.ბ. თბილისში დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული ცხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ორ პირს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, მორიგი კულტურულ-გასართობი ღონისძიება დიღმის მასივში გაიმართება
შემდეგი სტატიაპოლიციამ ახმეტაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პირი დააკავა