8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ქუჩაში გამოდის

ბევრს ვთხოვდი ღმერთს რომ ჟამი ქუჩაში გამოსვლისა არ დამდგომოდა, მაგრამ დამიდგა – თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა ქუჩაში გამოდის.

“პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო!!!!
ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!!!
შვილის გარდაცვალება მშობლისთვის ხომ გაუსაძლისი ტკივილია, მაგრამ შვილმოკლული მშობლის მდგომარეობა რომელმაც სამართალი ვერ იპოვა იცით როგორია???
მიწაში რომ უნდა ჩადონ შენი შვილი მაშინ ძვლებში იმტვრევი და გულის ცემა ცას წვდება!!!! აი ამ მდგომარეობაში ვართ მეხუთე წელია ყოველი დღე!!!! თანაც ისე რომ არც არავინ შეგვიწუხებია ჩვენი ტკივილით!!!
ვეღარ ვუძლებ ვერა!!!!
ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში!!!!
ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა!
ჟამი დარღვევისა და ჟამი შეკერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა!!!
ეკლესიასტე
ბევრს ვთხოვდი ღმერთს რომ ჟამი ქუჩაში გამოსვლისა არ დამდგომოდა!!!
მაგრამ დამიდგა!!!!
კი ბატონო ვიღებ გამოწვევას!!!
მეგობრებო რამოდენიმე დღე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი!!!და თარიღს ამიტომ ვერ ვწერ!!!
ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში!!!
ღმერთს ვთხოვ რომ შემახვედროს მეც სამართალი!!!!”- წერს იზა ომაძე.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ივანიშვილი ისტერიულად ეძებს საფუძველს ამერიკასთან ნორმალიზაციისთვის, რამის დათმობის გარეშე