11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

თბილისში მოკლული 17 წლის მოზარდის ვინაობა ცნობილია — რას წერს ოჯახის წევრი

თბილისში მოკლული არასრულწლოვანი ბიჭი 17 წლის დათო ნარიმანიძეა,_  მოკლულის ფოტოს სოციალურ ქსელში მისი ნათესავი ავრცელებს.

“ჩემი მამიდაშვილი (მამას დეიდაშვილის შვილი), 17 წლის უწყინარი და უთბილესი ბიჭი მოუკლავთ წუხელ თბილისში. დანარჩენს საინფორმაციოშიც ნახავთ.
ვის დასდევთ ქუჩა-ქუჩა და კომენტარ-კომენტარ, თქვე უმსგავსებო, როცა ქუჩები მოძალადე მკვლელებითაა სავსე?!
გამძლეობა ჩემებს.
ყველას მოეკითხება!”_  წერს გიორგი ჩუბინიძე.

 დღეს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამთენიისას თბილისში 17 წლის ბიჭი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს.

banner
წინა სტატიაშილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით ოდნავ გამყარდა – სებ-ის ახალი კურსი
შემდეგი სტატია“სასამართლო პროცესზე უშნოდ იცინოდა და უტეხად მიყურებდა” – გიგა ავალიანის დედა ბრალდებულის ადვოკატს უღირს საქციელში ადანაშაულებს