თბილისში მკვლელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

თბილისში მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სანზონაში არასრულწლოვანი მოკლეს. მკვლელობას კი, შელაპარაკება უძღვოდა წინ.

მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიშრომის ინსპექცია ღამის კლუბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა