თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში, დღეს გამთენიას მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში 1973 წელს დაბადებული ვ.ლ. დააკავეს.
”გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1967 წელს დაბადებულ გ.პ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – განმარტავენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ვ.ლ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაში,,ღვთისმშობელი თვითონ ირჩევს, სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და მისი ნების გარეშე ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს კვართს”
შემდეგი სტატია„დემოკრატიული მოძრაობის“ იდეა – ნინო ბურჯანაძე ოკუპირებულ რეგიონებში ჩასვლას გეგმავს