თბილისში მიმდინარე წლის განმავლობაში 220 ახალი ავტობუსი შემოვა

თბილისში მიმდინარე წლის განმავლობაში 220 ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ავტობუსების ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გასაფორმებლად უკვე მიწვეულია.

„ეს არის 220 ერთეული, რვა მეტრიანი „ისუზუ“-ს მარკის ავტობუსი. დარჩენილია გარკვეული პროცედურები, თუმცა გამარჯვებულად ცნობის ოქმი უკვე ატვირთულია. საერთო ღირებულებაა 69 მილიონ ლარამდე. მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია სატენდერო ვაჭრობამ და წლის განმავლობაში 220 ერთეული ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა. დამერწმუნეთ, ეს ავტობუსები აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს“, – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, პირველი სატენდერო წინადადება იმიტომ ჩავარდა, რომ შეთავაზებული ავტობუსები გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.

banner
წინა სტატიაშიჯორჯ ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ თარგებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონი ფაქტობრივად, რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედ არის გადაქცეული