თბილისში მეწყრული პროცესების შესასწავლად დღეს გერმანელ სპეციალისტებს ელოდებიან

მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებს გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან. მათ თბილისში დღეს, 22 მარტს ელოდებიან. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტები აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ გზა მალე გაიხსნას და იქ გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

გერმანელმა სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, რამ გამოიწვია ნაპრალების გაჩენა და მიწის დაძვრა მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ.

გეოლოგების და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სპეციალისტების ჩამოყვანა დაგვიანებულია. ისინი მერს მიმართავენ, რომ სანამ საფრთხე არსებობს ადგილზე სამშენებლო პროცესები შეჩერდეს

“როცა ასეთი მშენებლობები და ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება, მაშინ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გათვალისწინება, ახლა შეუქცევადია პროცესი, ამიტომ პრინციპში დაგვიანებულია, თუნდაც იმ ბლოკის ადგილზე დამაგრებაზე ფიქრი, წარმოუდგენელი ამოცანაა. უნდა მოხდეს დარჩენილი ფერდების 24 საათიანი მონიტორინგი, რომ გამოჩნდეს ისინი რამდენად სტაბილურია, თუ გადაადგილდებიან”, – თქვა დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს ყველა სახის ჩარევა, რაც ჩვენ ძალებშია, პირველ რიგში კი სამშენებლო ვიბრაციების შეწყვეტა.

banner
წინა სტატიაშინუცუბიძის პლატოზე ბინა დაიწვა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპარლამენტის კულტურის კომიტეტი დღეს პირველ სხდომას გამართავს