თბილისში MEGOBARI აქტის მხარდამჭერი მარში იმართება

თბილისში MEGOBARI აქტის მხარდამჭერი მარში იმართება. მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

ამერიკის MEGOBARI აქტის მხარდამჭერი მარში თბილისში, ამ დოკუმენტის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაინიშნა. სენატორ ჯიმ რიშის ინიცირებულ დოკუმენტს სენატი 27 მარტს განიხილავს.

მარშის მონაწილე მოქალაქეები ამბობენ, რომ MEGOBARI აქტის მიღებას საქართველოს მოქალაქეებისა და დემოკრატიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მარშის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და აშშ-ის დროშები და “ოცნების” მაღალჩინოსნების დასანქცირების მოთხოვნით წარწერებიანი ბანერები.

banner
წინა სტატიაშივასილ ივანოვ-ჩიქოვანი-არ გამიკვირდება, ჩემი მოქმედება ისე შეაფასონ, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – „MEGOBARI აქტის” მიღება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” იქნება კეთროვანი – ეს აქტი მნიშვნელოვანია, რათა „ოცნებას” გაეფანტოს ილუზიები, რომ ლობისტების საშუალებით რამეს მოივაჭრებენ