24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

თბილისში მედიის მხარდამჭერი მარში იმართება

ფილარმონიიდან პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით – „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს”.

ასევე, ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის პოსტერები საქართველოს, უკრაინის, აშშ-სა და ევროკავშირის დროშები.

გარდა ამისა, მოქალაქეებს აქვთ ბანერები ჟურნალისტი მზია ამაღლობელის გამოსახულებით, რითაც აქციის მონაწილეები დაკავებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებენ. მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდებიან.

მოქალაქეები ერთ წელზე მეტია საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებულები.

ფოტო: ipn.ge

banner
წინა სტატიაში„ნიკორა“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ჩვენ არასდროს გვიფიქრია უხეში ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში