თბილისში მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად 40 წლის მოქალაქეს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა და მიიმალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ყ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით  – 1985 წელს დაბადებულ ა.პ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი  მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში  დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მიმდინარეობს,  რაც  7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში8 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – რუსეთის სასტიკი თავდასხმა ოდესის პორტზე
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშულისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავა