თბილისში, დადიანის ქუჩაზე „სპარის“ მაღაზია გაქურდეს. როგორც ადგილზე მყოფი გარე მოვაჭრეები “თაიმერს” უყვებიან ქურდობა დილის საათებში მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მარკეტის თანამშრომლების ინფორმაციით, ქურდებმა სიგარეტები და ტკბილეული წაიღეს.
ადგილზე “თაიმერის” ჟურნალისტი აკო ქიქავა მუშაობს და დეტალებს მოგვიანებთ გაგაცნობთ.