თბილისში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება- ერთი კვირის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი 1 კვირის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:
დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. 22 დეკემბერს დღისით გამოიდარებს.

23 – 24 დეკემბერს კვლავ გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს, უმეტესად დასავლეთ საქართველოში.

25 – 27 დეკემბერს ნალექი მოსალოდნელია ზოგიერთ რაიონში. თბილისში კვირის ბოლომდე შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +8, +13 გრადუსის ფარგლებში.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმეზე დღეს ვახტანგ კაპანაძეს დაკითხავენ
შემდეგი სტატია“უახლოეს დღეებში მოგვიწევს ჩამოყალიბება”- რომელ შენობაში გადავა სამუშაოდ ეკონომიკის სამინისტრო