თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ის ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობა.

როგორც ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე აცხადებს, მოზარდს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და ის კლინიკაში შესვლის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული იყო.

„პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. შემოვიდა 1-ში. ის კლინიკაში შემოსვლიდან იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე ფსიქომოტორული სფეროს დარღვევა, ცერემბრალური დაბლა, ჭარბწონიანობა. თავდაპირველად ფილტვის დაზიანება იყო 13-ქულიანი, რაც შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

banner
წინა სტატიაშიქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 84 პაციენტია მოთავსებული
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა