თბილისში კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი უკვე „ომიკრონის“ შტამია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ თბილისში კორონავირუსის შემთხვევების 80 პროცენტი უკვე „ომიკრონის“ შტამია.

როგორც პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რეგიონებში გამოვლენილ შემთხვევებში „ომიკრონის“ წილი ჯერ შედარებით დაბალია, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 70 პროცენტს შეადგენს.

„დღეს თბილისში უკვე 80 პროცენტამდე „ომიკრონია“ ყველა შემთხვევის, რაც არის კორონავირუსის შემთხვევები, იქიდან 80 პროცენტი არის „ომიკრონი“. საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ 40-დან 60 პროცენტამდე მერყეობს რეგიონების მიხედვით, მაგრამ საშუალოდ ქვეყანაში მოცირკულირე 70 პროცენტი არის „ომიკრონი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, „ომიკრონს“ წინა შტამები სრულად არ ჩაუნაცვლებია, თუმცა შემთხვევების უმრავლესობაში მაინც „ომიკრონი“ დომინირებს.

„არის ქვეყნები, სადაც 95 პროცენტს მიაღწია „ომიკრონის“ ცირკულაციამ და დარჩა ძველი, სხვადასხვა ვარიანტი ხუთი პროცენტის ფარგლებში. თუმცა, არის ქვეყნები, სადაც 15-20 პროცენტის ფარგლებში მაინც იყო წინა ვარიანტი, ანუ იგივე „დელტა“ ვარიანტი. ასე რომ, შეიძლება, მთლიანად ჩანაცვლება არ მოხდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა „ომიკრონია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება, ახალი შტამი კიდევ გამოჩნდეს
შემდეგი სტატიაბაიდენი: „არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს: თუ პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის“