თბილისში, ქსნის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა, რომელმაც რკინიგზის ლიანდაგი გადაკეტა.
ადგილზე სამართალდამცველები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
ადგილობრივების თქმით, ქვათა ცვენა დილის საათებში დაიწყო.
ამ დროისთვის, პერიმეტრი გადაკეტილია.