თბილისში კიდევ ერთი მაღალი კლასის სავაჭრო ცენტრი და სუპერმარკეტი გაიხსნა

ასზე მეტი ადამიანი დასაქმდება ახალ სავაჭრო ცენტრ „ისანი მოლსა“ და მასში განთავსებულ „კარფურის“ სუპერმარკეტში, რომელთა გახსნის ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

„ისანი მოლის“ და „კარფურის“ გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს აქ ვიმყოფები, კიდევ ერთი მაღალი კლასის სავაჭრო ცენტრის, „ისანი მოლის“გახსნის ცერემონიაზე. ეს პროექტი შპს „ქროსი 2“-ის მიერ თბილისში 2015 წელს გახსნილი პირველი სავაჭრო ცენტრია,რომელიცევროპული სტანდარტების დაცვითაშენდა. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 7 მილიონ აშშ დოლარსშეადგენს.მნიშვნელოვანია, რომ „ისანი მოლში“ ასევე იფუნქციონირებს „კარფურის“ საქართველოში რიგით მესამე სუპერმარკეტი, ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის დამატებით კიდევ 120 სამუშაო ადგილს შექმნის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია საქართველოში უფრო მიმზიდველი ტურისტული გარემოს შესაქმნელად და კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

„მინდა აღვნიშნო, რომ 2013 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობიან აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ 2 820 000 ლარად შეიძინა ისანში მდებარე ეს ტერიტორია. 2014 წლის იანვარში შპს „ქროსი 2“-თან გაფორმდა ხელშეკრულება იმ პირობით, რომ კომპანია სავაჭრო ცენტრის განვითარებისთვისგანახორციელებდა არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიციას და პროექტს 30 თვის ვადაში დაასრულებდა. შედეგები სახეზეა და ჩვენი მთავრობა მიესალმება კომპანია „შპს ქროსი 2“-ის ბიზნესსაქმიანობას საქართველოში და Carrefour-ის ქსელის გაფართოებას ქართულ ბაზარზე“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანმა საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები მზადყოფნაში მოიყვანა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: ივანიშვილთან მუშაობაზე თანახმა ვიყავი, თუ ის იქნებოდა ჩემი ხელქვეითი